|
2026-02-05 16:59:31, 1330 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე მეორე შეჭრას ზოდელავა, ბურჭულაძე და ნადირაძე ხელმძღვანელობდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით პროცესზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გიორგი წეველიძე დაიკითხა. წეველიძემ სხდომაზე 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა. „ჯერ ჟურნალისტები მოვიდნენ სასახლესთან, შემდეგ აქციის მონაწილეები. არაერთი მითითების მიუხედავად, რომ არის დაცული ტერიტორია და არ შეიძლება შიგნით შემოსვლა, არის უკანონო, მაინც შემოიჭრნენ, შემოვიდნენ. დაიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება. რამდენიმე წუთი განვითარდა მომიტინგეების, ასე ვთქვათ, შეჯახება. ვაკავებდით, რაც შეგვეძლო. მალევე მეორე ნაკადი შემოუერთდა აქციას. მეორე შემოჭრას უკვე მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე და ირაკლი ნადირაძე ხელმძღვანელობდნენ. ერთ-ორ წუთში შენობიდან გამოვიდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ჩვენმა თანამშრომლებმაც მიიღეს დაზიანებები“, – განაცხადა გიორგი წეველიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)