|
2026-02-02 18:36:42, 665 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთმა რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის გაუქმების მოთხოვნით, ECJ-ში სარჩელი შეიტანა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ბუდაპეშტმა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში (ECJ) რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. მისივე თქმით, მსგავსი აკრძალვის დაწესებას ერთსულოვანი პოზიცია სჭირდება და ამასთან, იზღუდება ქვეყნების სუვერენიტეტი, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად აირჩიონ ენერგიის მომწოდებლები. „დღეს ჩვენ შევიტანეთ სარჩელი ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში, რათა გავასაჩივროთ REPowerEU-ს რეგულაცია, რომელიც კრძალავს რუსული ენერგიის იმპორტს და მოვითხოვთ მის გაუქმებას. ჩვენი საქმე სამ ძირითად არგუმენტს ეფუძნება: პირველი, ენერგიის იმპორტის აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ სანქციებით, რაც ერთხმად მიღებას მოითხოვს. ეს რეგულაცია მიღებულ იქნა სავაჭრო პოლიტიკის ზომის საფარქვეშ; მეორეც, ევროკავშირის ხელშეკრულებები ნათლად ადგენს, რომ თითოეული წევრი სახელმწიფო თავად წყვეტს ენერგიის წყაროებისა და მიმწოდებლების არჩევანს; მესამე, ენერგეტიკული სოლიდარობის პრინციპი მოითხოვს ენერგომომარაგების უსაფრთხოებას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ეს გადაწყვეტილება აშკარად არღვევს ამ პრინციპს, განსაკუთრებით უნგრეთის შემთხვევაში. მხოლოდ უფრო ძვირი და ნაკლებად საიმედო ალტერნატივებია ხელმისაწვდომი. რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული და ვერც დაბალი ენერგოხარჯების შენარჩუნება მოხდება უნგრული ოჯახებისთვის“, – დაწერა სიიარტომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)