|
2026-02-01 14:27:22, 1078 ნახვა
მსოფლიო
ხამენეი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი აგრესია რეგიონულ კონფლიქტში გადაიზრდება
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო აგრესია ორ ქვეყანას შორის ომით არ შემოიფარგლება, ამჯერად კი სრულმასშტაბიან რეგიონულ კონფლიქტში გადაიზრდება. ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, ხამენეიმ განაცხადა. მან დასძინა, რომ ირანელ ხალხს არ უნდა ეშინოდეს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის განცხადებების ახლო აღმოსავლეთში დიდი რაოდენობით იარაღის გადაცემის შესახებ: „ჩვენ არ ვიწყებთ ომებს და არ გვსურს არცერთ ქვეყანაზე თავდასხმა, მაგრამ ირანელი ხალხი მტკიცედ მოგერიებს ყველას, ვინც თავს დაესხმება და ზიანს აყენებს“. გარდა ამისა, ხამენეიმ ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ არეულობებზე კომენტარი გააკეთა: „ბოლო დროს მომხდარი აჯანყება გადატრიალებას ჰგავდა. რა თქმა უნდა, გადატრიალება ჩაახშეს. მათი მიზანი იყო ქვეყანაში მმართველობის მნიშვნელოვანი ცენტრების განადგურება და სწორედ ამიტომ თავს დაესხნენ პოლიციას, სამთავრობო დაწესებულებებს, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ცენტრებს, ბანკებსა და მეჩეთებს, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ყურანს“.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)