|
2026-01-30 12:41:20, 622 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - გვაინტერესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ ენჯეოებს
გვაინტერესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული? – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ძირს უთხრის, მათ შორის, ევროკავშირის რეპუტაციას. „საუბრობდა ევროკომისარი კოსი, რომ ეძებენ გზებს, კანონის გვერდის ავლით როგორ მიაწოდონ თანხები თავიანთ „ენჯეოებს“. ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ, ზოგი ნაპოვნი ჰქონდათ, ზოგ ახალ სქემებს კი ალაგებენ. ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობისა. ეს არის დღეს ფაქტი. ვხედავთ, როგორ არის ამაში ჩართული ევროპის სხვადასხვა სტრუქტურა და როგორ ხდება ამ ყველაფრის ხელშეწყობა. ერთ-ერთ ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის, ყალბი „ენჯეოები“ რეგისტრირდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან. ამ ყალბი „ენჯეოების“ დანიშნულება არის, იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)