|
2026-01-29 17:37:51, 767 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა ირანს დემონსტრანტების სასტიკი დარბევის გამო ახალი სანქციები დაუწესა
ევროპელმა დიპლომატებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ, რომლებიც მიზანში იმ პირებსა და ორგანიზაციებს იღებენ, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ დარბევებსა და ქვეყნის მიერ რუსეთის მხარდაჭერაში მონაწილეობდნენ. Deutsche Welle წერს, რომ ახალი სავიზო და ფინანსური სანქციები 30-მდე ირანელ პირს შეეხო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ახალი სანქციების სამიზნეებს შორის არიან "მთავრობის წევრები, პროკურორები, პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელები, რევოლუციური გვარდიის კორპუსის წევრები და ისინი, ვინც ინტერნეტის დაბლოკვაზე არიან პასუხისმგებელნი". ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC), რომელიც ხამენეის რეჟიმის საყრდენს წარმოადგენს, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს, მას შემდეგ, რაც ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები რეჟიმმა სასტიკად დაარბია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)