|
2026-01-28 23:57:01, 1000 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინი კრემლში აჰმედ ალ-შარაას შეხვდა, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს
სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს. "რუსეთ-სირიის ურთიერთობებს ღრმა ფესვები აქვს. 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა და სირიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ბნელი ფურცელი. ახლა, ამ ახალ რეალობაში, ნაწილობრივ და პირველ რიგში, თქვენი ძალისხმევით, სირიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვითარდება". - თქვა პუტინმა. ამასთან, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებული სირიის აღდგენაში წვლილი შეიტანოს. „ვიცი, რომ სირიაში ბევრი რამის აღდგენა იქნება საჭირო და ჩვენი ეკონომიკური ოპერატორები, მათ შორის სამშენებლო სექტორში მომუშავეები, მზად არიან ამ ერთობლივი სამუშაოსთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს ძალისხმევას სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით". - დაამატა პუტინმა. აჰმედ ალ-შარაამ კი მადლობა გადაუხადა პუტინს სირიის ერთიანობის მხარდაჭერისთვის და "იმ ისტორიული როლისთვის, რომელიც რუსეთმა რეგიონის სტაბილურობაში შეასრულა".
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)