|
2026-01-28 19:31:00, 686 ნახვა
პოლიტიკა
მარკო რუბიოს გაფრთხილება: აშშ ვენესუელაში ძალას გამოიყენებს, თუ ლიდერები მიზნებს გადაუხვევენ
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გაფრთხილებას გაავრცელებს იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ზომები გამოიყენოს, თუ ქვეყნის დროებითი ხელმძღვანელობა აშშ-ს მოლოდინებს არ გაამართლებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის მომზადებულ ტექსტში რუბიო აღნიშნავს, რომ აშშ ვენესუელასთან ომში არ არის და მისი დროებითი ლიდერები აშშ-სთან თანამშრომლობენ, თუმცა, ამავდროულად, რუბიო აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. "ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ძალა იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად სხვა მეთოდები არ გაამართლებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ გახდება, თუმცა ჩვენ, არასდროს მოვერიდებით ამერიკელი ხალხის წინაშე ჩვენი მოვალეობის შესრულებას და ამ ნახევარსფეროში ჩვენი მისიის აღსრულებას". - წერია რუბიოს მომზადებულ სიტყვაში. ამასთან, რუბიო ხაზს უსვამს, რომ ვენესულა აშშ-ს მიერ ოკუპირებული არ არის და იქ ამჟამად ამერიკელი სამხედროები არ იმყოფებიან. "ვენესუელის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს და ჩვენ ეს ქვეყანა ოკუპირებული არ გვაქვს. იქ არ იმყოფებიან ამერიკელი სამხედროები. ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების დასახმარებლად განხორციელებული ოპერაცია". - წერია რუბიოს სიტყვაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)