|
2026-01-26 18:42:41, 1345 ნახვა
სამართალი
საქართველოში რუსეთის მოთხოვნით ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი დააკავეს
ტელეარხი "დოჟდი" წერს, რომ საქართველოში რუსეთის მოთხოვნით დააკავეს და 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს ხაბაროვსკის მხარის ექს-გუბერნატორს, მიხეილ ტიმოფეევს. გამოცემა წერს, რომ ინტერპოლის გაუქმებული ორდერის მიუხედავად, რუსეთში მისი ექსტრადიცია შესაძლოა მაინც მოხდეს. მათი ცნობით, ტიმოფეევი 23 იანვარს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით დააკავეს, ხოლო პატიმრობის ამ ვადაში მოსკოვს ეძლევა შესაძლებლობა, გაგზავნოს მოთხოვნა ტიმოფეევის ექსტრადიციის შესახებ. ყოფილი სრუსი მაღალჩინოსანი 2024 წლის მარტიდან იმყოფებოდა და ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის მოტივით, თუმცა მას შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა სტატუსის მიღებაზე უარი განუცხადა. ტელეარხი ადვოკატებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულის სოცოცხლეს საფრთხე ემუქრება ინვალიდობისა და საჭირო სამედიცინო მეთვალყურეობის არარსებობის გამო. ამასთან ერთად, დაცვის მხარე დაკავებისას სერიოზულ სამართლებრივ დარღვევებზე მიუთითებს. პატიმრობის საფუძველი გახდა ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს წერილი, მაშინ როდესაც ტიმოფეევზე ძებნის წითელი ცირკულარი ინტერპოლის გენერალურმა ასამბლეამ ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში გააუქმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)