00:56 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-23 13:20:31, 1050 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა პირველად აღიარა რომ კრეისერი Москва უკრაინამ ჩაძირა და დაღუპულების რაოდენობაც გაამხილა

 რუსეთმა ოთხი წლის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია კრეისერი Москва დაღუპული მეზღვაურების რაოდენობის შესახებ და პირველად აღიარა, რომ ხომალდი უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად განადგურდა. 

 22 იანვარს, მოსკოვის ოლქის სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და კრეისერზე, ასევე ფრეგატ „ადმირალ ესენზე“ 2022 წლის აპრილში თავდასხმის საქმეზე უკრაინის საზღვაო ძალების 406-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, ანდრეი შუბინს, დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა "საერთაშორისო ტერორიზმის" ბრალდებით.

 სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, კრეისერ „მოსკოვზე“ სარაკეტო თავდასხმის დროს ეკიპაჟის 20 წევრი დაიღუპა, კიდევ 24 დაშავდა, ხოლო რვა დღემდე დაკარგულად ითვლება. სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მეზღვაურების სიკვდილი გამოწვეული იყო აფეთქებით, ხანძრით და კვამლით, მათ შორის გემის გადარჩენისთვის ექვს საათზე მეტი ხნის ბრძოლის დროს.

 თუმცა,  Mediazona-ს ცნობით, გამოქვეყნებიდან მალევე, პრესრელიზი სასამართლოს ვებგვერდიდან წაიშალა.

 თავდაპირველად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კრეისერ მოსკოვზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, 27 მეზღვაური კი დაკარგულად გამოცხადდა. მოგვიანებით სასამართლომ დაღუპულად გამოაცხადა 17 მეზღვაური. უკრაინის ხელისუფლება კი თავიდანვე ადასტურებდა, რომ კრეისერზე თავდასხმა ორი „ნეპტუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით განახორციელეს.

  შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი Москва ზმეინის კუნძულთან ახლოს, 2022 წლის 14 აპრილს ჩაიძირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics