|
2026-01-19 11:50:16, 1082 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა
ესპანეთში, კორდობას პროვინციის ქალაქ ადამუსში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ EFE-ს გამოძიებასთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს. გარდა ამისა, 73 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან 24 მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი. ესპანური რკინიგზის ოპერატორის, Renfe-ს ხელმძღვანელმა, ალვარო ფერნანდეს ჰერედიამ, ადამუსში ჩასვლისას აღნიშნა, რომ „ინციდენტის მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ რთულია“. მან „გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა მატარებლის ავარიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს“. მალაგიდან მადრიდში 300 მგზავრით მიმავალი Iryo-ს მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მიმავალ Alvia-ს მატარებელს, რომლის ბორტზეც 184 მგზავრი იმყოფებოდა და უელვასკენ მიემართებოდა. მეორე მატარებლის რამდენიმე ვაგონი ოთხმეტრიანი ფერდობიდან გადავარდა, რამაც ავარიის ადგილზე მისვლა გაართულა. ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ ავარიას „უკიდურესად უცნაური“ უწოდა და დააკონკრეტა, რომ ის გზის სწორ მონაკვეთზე მოხდა, გზა მაისში შეკეთდა და გამოთქვა რწმენა, რომ გამოძიება დაადგენს მიზეზს, იუწყება El Pais. ავარიის სერიოზულობის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ორშაბათისთვის დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერ ალბერტო ნუნიეს ფეიხოოსთან შეხვედრა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)