|
2026-01-18 09:39:30, 966 ნახვა
მსოფლიო
კალასი - ალბათ ჩინეთსა და რუსეთს კარგი დღე აქვთ, სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით
"ალბათ ჩინეთსა და რუსეთს კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით." - წერს პლატფორმა X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი "ალბათ ჩინეთსა და რუსეთს კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით. თუ გრენლანდიის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის მოგვარება NATO-ს ფარგლებში. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების რისკს აჩენს და ძირს უთხრის საერთო კეთილდღეობას. ასევე, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჩვენმა დავამ ყურადღება გადაგვატანოს ჩვენი ძირითადი ამოცანიდან, რომელიც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას ეხება." - წერს კაია კალასი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე განაცხადა, რომ რვა ევროპულ ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს, რადგან ისინი უარს ამბობენ გრენლანდიის კონტროლის ჩამორთმევის ვაშინგტონის გეგმების მხარდაჭერაზე. ტრამპის თქმით, 1 თებერვლიდან დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებს და ფინეთს შეერთებულ შტატებში გაგზავნილ ყველა საქონელზე 10%-იანი ტარიფი დაეკისრებათ. 1 ივნისს ტარიფი 25%-მდე გაიზრდება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)