|
2026-01-16 17:50:52, 1534 ნახვა
სამართალი
კლუნების ფონდი ამაღლობელზე ანგარიშში სასამართლო პროცესში არსებულ სერიოზულ ხარვეზებს აღწერს
კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის დღეს ბათუმელების დამფუძნებლის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პატიმრობის შესახებ TrialWatch-ის ახალ ანგარიშს აქვეყნებს. "მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებულმა სისხლის სამართლის პროცესმა გამოავლინა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების მრავალი დარღვევა, რამაც სერიოზულად დააზიანა მისი დაკავებისა და სასამართლო პროცესის სამართლიანობა, ისევე როგორც მისი დასჯა იმ მუხლით, რომელიც მას ოფიციალურად არც კი ჰქონდა წაყენებული"- განაცხადა ბრიტანელმა იურისტმა, TrialWatch-ის ანგარიშის ექსპერტმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა სერ ნიკოლას ბრაცამ. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ბრალდების მოულოდნელმა გადაკვალიფიცირებამ ამაღლობელს არ დაუტოვა რეალური შესაძლებლობა, თავი დაეცვა იმ დანაშაულის ახალი ელემენტებისგან, რომლისთვისაც საბოლოოდ მსჯავრი დაედო. "გარდა ამისა, სასამართლო განაჩენში არ იყო წარმოდგენილი მსჯავრდებისა და თავისუფლების აღკვეთის სათანადო დასაბუთება, რაც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნას წარმოადგენს. ეს ხარვეზები, რომლებიც არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ გამოსწორდა, მიუთითებს პროცესის ბოროტად გამოყენებაზე, კერძოდ, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დამოუკიდებელი ჟურნალისტის სამაგლითოდ დასჯის განზრახვაზე, რათა დაეშნებინათ სხვა კრიტიკული აზრის მქონე ადამიანები. ფონდში აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის გასაჩივრება საქართველოს უზენაეს სასამართლოში იგეგმება, TrialWatch მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი და უზრუნველყოს სასამართლოების ფუნქციონირება პოლიტიკური გავლენის გარეშე.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)