|
2016-03-28 17:37:39, 737 ნახვა
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 24 მარტს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, რუსეთის მოქალაქე რ.მ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მათ აღმოაჩინეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: TARGIN – 220 აბი, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები LORIVAN - 180 აბი და XANAGIS - 220 აბი. "საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილებას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)