|
2026-01-14 20:20:40, 999 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში, ირანის საელჩოსთან აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს
თბილისში, ირანის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს. აქტივისტების ცნობით, დაკავებული ნუცა მახარაძეა. უცნობია, რა მიზეზით დააკავეს ნუცა მახარაძე. უკვე ორი საათია რაც ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე ირანისა და საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების სისხლიან დარბევას აპროტესტებენ და რეჟიმის გადადგომას ითხოვენ. აქციაზე დემონსტრანტებმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გამოსახულებები დაწვეს. აქციაზე ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა - გავრცელებული ინფორმაციით, მან აქციაზე გაიგო, რომ მისი ოჯახიხს წევრი ირანში საპროტესტო აქციაზე მოკლეს. Reuters-მა გუშინ, 13 იანვარს ირანის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ საპროტესტო აქციების დროს, დაახლოებით, 2 000 ადამიანია მოკლული, თუმცა სხვადასხვა მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, მოკლულთა რაოდენობა 20 000-დან 50 000-მდე იყოს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)