01:47 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-13 11:18:38, 817 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი გვიან ღამით უკრაინის ქალაქებს თავს დაესხა, დაიღუპა 4, დაშავდა 6 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გვიან ღამით უკრაინაზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. ოკუპანტები კიევს, ხარკოვს და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებს დაესხნენ თავს.

უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ რუსების თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

ხარკოვის საოლქო პროკურატურა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ფოსტის - Nova Poshta-ს ტერმინალს დაარტყეს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. გარდა ამისა, გვიან ღამით თავდასხმისას გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები, რაკეტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საზენიტო-სარაკეტო სისტემები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics