12:24 - 17 Aug, 2026
|
2026-01-10 13:19:02, 1437 ნახვა
სამართალი
ოქროს კიდობანში ყველა მაღაზია გაიხსნა, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ
"ოქროს კიდობანში", მესამე სართულზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები ასურათებენ. „ოქროს ბირჟის“ დირექტორის, ნანა სონგულიას განცხადებით, სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზი. „ოქროს ბირჟა“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აქ არაფერ დაზიანებულა, არც არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა მესამე სართულზე, სავარაუდოდ, კაფის ტერიტორიაზე, რომელიც დროზე იქნა ლიკვიდირებული. ზარალი ჯერჯერობით უცნობია, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, არავის უშვებენ. ფართი დაახლოებით, 300 კვ მეტრამდე დაიწვა“, - განაცხადა სონგულიამ. სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი წუხელ გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)