|
2026-01-10 11:45:10, 1151 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი: - 2008 წელს დაბადებული ს.ი., 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2000 წელს დაბადებულო ა.მ. და 1994 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორთან, რის შემდეგაც ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას. უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად, პატრულ-ინსპექტორმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)