|
2026-01-03 17:32:31, 880 ნახვა
მსოფლიო
ბელორუსი მადუროს დაკავებას გმობს
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2026 წლის 3 იანვარს ვენესუელას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ შეიარაღებულ აგრესიას და მას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს - ამის შესახებ სამთავრობო მედია BelTA საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს „ბელარუსის მხარე გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას ვენესუელას ლეგიტიმური მთავრობის მიმართ და უერთდება გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის მოწვევის მოწოდებას, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. კარაკასში ბელარუსის დიპლომატიური მისია ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას და მისი პერსონალი უსაფრთხოდ არის. ბელარუსის რესპუბლიკა ხაზს უსვამს ვენესუელელი ხალხის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ეს ხელშეუხებელია. გარე ჩარევის არცერთი ფორმა, განსაკუთრებით ძალის გამოყენება, არ შეიძლება იყოს გამართლებული“ | ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება რამდენიმე დღის წინ გასცა. დღეს, 3 იანვარს, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე დარტყმები განხორციელდა. ვენესუელამ აშშ „სამხედრო აგრესიაში“ დაადანაშაულა, პრეზიდენტმა მადურომ კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მადურო და მისი მეუღლე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)