|
2025-12-29 23:18:15, 7387 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - პუტინმა დილით ადრე მითხრა, რომ თავს დაესხნენ - ეს კარგი არ არის, ნამდვილად არ არის კარგი
აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სჯერა რომ უკრაინელები თავს დაესნენ პუტინის რეზიდენციას. ამის შესახებ თავად ტრამპმა განაცხადა. "პუტინმა დილით ადრე მითხრა, რომ თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის. ნამდვილად არ არის კარგი. არ დაგავიწყდეთ, რომ მე Tomahawk-ების გამოყენება შევაჩერე. ერთია შეტევითი მოქმედებები და კიდევ სხვაა ადამიანის სახლზე თავდასხმა. ახლა ამის დრო არაა. შესაძლოა, შეტევა ისე არ მომხდარა როგორც ამბობენ, მაგრამ პუტინმა მითხრა, რომ ეს მართლაც მოხდა" - თქვა ტრამპმა. ცოტახნით ადრე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, უშაკოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა პუტინს ზელენსკისთან მოლაპარაკებების შედეგები მიაწოდეს. უშაკოვის თქმით, ტრამპი „შოკირებული და აღშფოთებული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობით“. მან განაცხადა, რომ თავდასხმა „გავლენას მოახდენს ზელენსკისთან მუშაობისადმი ამერიკული მიდგომის საკითხზე“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სერგეი ლავროვის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. თავდაცვის უწყების ბოლო საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, ნოვგოროდში ღამით საჰაერო სისტემებით 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ლავროვი კი ამტკიცებდა, რომ პუტინის რეზიდენციაზე უკრაინელებმა შეტევის მიტანა 91 დრონით სცადეს და ყველა გაანადგურეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის რეგიონში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე მასშტაბური თავდასხმის განხორციელება სცადეს დრონების გამოყენებით. მან განაცხადა, რომ დარტყმაში 91 დრონი გამოიყენეს. „ყველა [უკრაინული] უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის ან უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების დაზიანების შესახებ“, - განაცხადა ლავროვმა (ციტირებულია TASS-ის მიერ).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)