|
2025-12-19 23:33:22, 10533 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრებს სთავაზობს. ბიზნეს 360-ის შეხვედრების ფარგლებში, 16 დეკემბერს, მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა, რომელსაც ბიზნესტრენერი დავით ჩიკვაიძე უძღვებოდა. ვორკშოპზე მონაწილეობა საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის მოლაპარაკების პროცესის სტრუქტურირებული, ნაკლებად სტრესული და შედეგზე ორიენტირებული მართვის სწავლება. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა გაიგეს:
პროგრამა შედგენილი იყო პრაქტიკულ ქეისებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე დაყრდნობით, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა , მიღებული ცოდნა რეალური ბიზნესსიტუაციებისთვის მოერგოთ. “საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს ბიზნესისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას. ამ ტიპის ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან მათ სჭირდებათ წვდომა რეალურ გამოცდილებასა და პრაქტიკულ ინფორმაციაზე. მოლაპარაკების მართვის უნარები კი პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებსა და პარტნიორობებზე, ხოლო ასეთი შეხვედრები ბიზნესს უფრო თავდაჯერებული, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ვორკშოპები საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა სივრცე, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, კურსებს, ღონისძიებებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)