|
2025-12-18 11:46:00, 8038 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული... იმიტომ ვარ მიუღებელი, რომ განსხვავებული ვარ
არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულიკიანი ამბობს, რომ ის ერთ-ერთი ქვეყნის მიერ დასაქნცირებულია. პროპაგანდისტული იმედის ეთერში მან არ დააკონკრეტა, რომელმა ქვეყანამ დაასანქცირა, თუმცა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისი "განსხვავებული აზრის" გამო მიიღეს. "მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად, ვთქვათ, მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი რომ სანქცია ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავია. რატომ ვარ მიუღებელი, მე ხომ არაფერი დამიშავებია? იმიტომ ვარ მიუღებელი, რომ მე ვარ განსხვავებული, მე მაქვს განსხვავებული აზრი, რომ არ გეთანხმები, რომ მე გაკრიტიკებ, რომ მე ისეთი რიტორიკა მაქვს, რომელიც შენ გაწუხებს. გეუბნები, რომ მე, ევროპელი, ქართველი, რომელიც შენთან ერთად გავიზარდე... ბატონი მაკრონი ჩემზე უმცროსია, ჩემს შემდეგ კურსზე იყო, ერთად გავიზარდეთ, ერთ ევროპაში, ერთ ღირებულებებზე, მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, ორგანიზმში არის ვირუსი, შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით. ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება"- ამბობს წულუკიანი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)