|
2025-12-17 12:48:02, 13372 ნახვა
საზოგადოება
Communal Hotels - თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
ბუტიკ სასტუმროს კონცეფცია მცირე ზომის, ინდივიდუალური ხასიათის მქონე სასტუმროს გულისხმობს, რომელიც სტანდარტულ, ქსელურ მოდელს არ მიჰყვება და სტუმარს არა უბრალოდ განთავსებას, არამედ უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ასეთი სასტუმროები გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით, რომელიც ხშირად კონკრეტულ ისტორიას, იდეას ან ადგილობრივ კონტექსტს ეყრდნობა. კომუნალ ბუტიკ სასტუმროების კონცეფციაც ასეთია: თბილისის ისტორიულ უბნებში, თელავსა და ქუთაისში მდებარე ოთხივე მათგანს ინდივიდუალური სტილი, იმ ქალაქისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა და სამზარეულო აქვს. როდესაც სტუმარმასპინძლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა და 2017 წელს, საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა, კაწა სამსონაძემ ზუსტად იცოდა, რომ ერთ სასტუმროზე არ გაჩერდებოდა. „ჩემი და მეუღლის ჩანაფიქრი თავიდანვე იყო, რომ საქართველოს საუკეთესო კუთხეებში life style, ბუტიკ სასტუმროები მოგვეწყო. იმ პერიოდში, მსგავსი ნიშა არ არსებობდა და ჩვენი წამოწყებაც მოთხოვნადი აღმოჩნდა. როდესაც პირველი სასტუმროს კარი სტუმრებისთვის გაიღო, ბაზარმა გვაჩვენა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“, -გვიყვება კაწა, რომელიც კომუნალის თითოეული სივრცის კონცეფციის დამუშავებაში დიდ ენერგიას დებს. ამიტომაა, რომ ყველა მათგანი ერთი მხრივ ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, მეორე მხრივ კი, ბრენდის საერთო ხედვის ნაწილია. კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი - Communal Hotels თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი და მესამე ადგილის მფლობელი გახდა ნომინაციაში- „საუკეთესო პროდუქტი “. „ერთია, როგორ გაფასებენ სტუმრები და მეორეა - პროფესიონალი ჟიურის თვალით დანახული შენი ბიზნესი. ნამდვილად საინტერესო გამოწვევა და გამოცდილება იყო. კარგი შანსი აღმოჩნდა სხვა კუთხით დაგვენახა ის პროდუქტი, რომელსაც ვქმნით“,- ამბობს კაწა. ფრაზა და ემოცია,რომელსაც სტუმრები ყველაზე ხშირად იმეორებენ კი ისაა, რომ მათ თავი სახლში იგრძნეს. ადამიანი კი მხოლოდ სახლში გრძნობს თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ. დაბრუნებაც ხომ ასეთ ადგილას გინდება? ფაქტიც ასეა: უცხოელი თუ ქართველი სტუმრებიც კვლავ უბრუნდებიან კომუნალის სასტუმროს. „პატარა სივრციდან გამომდინარე, ადამიანები ერთად დიდ დროს ატარებენ. საუბრობენ, აზრებს ცვლიან. ეს კამერულობა ურთიერთობებს ქმნის. თუ ვინმესთან კომუნიკაცია არ გსიამოვნებს, კომუნალი ნამდვილად ვერ გახდება შენთვის საყვარელი ადგილი“. კომუნალის ისტორია აჩვენებს, რომ მკაფიო ხედვა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა ბუტიკ სასტუმროს კონცეფციას რეალურ ღირებულებად აქცევს. ეს არის ბრენდი, რომელიც ზრდას სიჩქარით კი არა, ხარისხით ზომავს. თავადაც ამბობენ, რომ ყოველი მომდევნო პროექტი წინასთან შედარებით უკეთესია. წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)