|
2025-12-14 13:01:09, 17352 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
დღეს ადვოკატთა ასოციაცია ირჩევს ახალ მმართველ ორგანოებს - თავმჯდომარეს, აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკის კომისიას და სარევიზიო კომისიას - ეს არის პროფესიული არჩევნები და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის, კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს. „დიდი აქტიურობაა, ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია 5650 ადვოკატს. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ძალიან დემოკრატიულად, გამჭვირვალედ შევქმენით ყველა პირობა, რომ ადვოკატებმა გამოხატონ თავიანთი ნება და თავიანთ რჩეულს მისცენ ხმა, რათა მმართველმა ორგანოებმა განაგრძონ ის საქმიანობა, რაც დაწყებულია ამდენი ხნის განმავლობაში. წინასაარჩევნო კამპანია, ვფიქრობ, ნორმალურად წარიმართა. ჩვენ კოლეგები ვართ, პროფესიონალი ადვოკატები ვართ და შესაბამისად, გვაქვს ურთიერთპატივისცემის დიდი განცდა და შეგრძნება. რა თქმა უნდა, თავისი გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ერთიანობაში პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს. ეს არის პროფესიული არჩევნები და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის. ჩვენ კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში”, - განაცხადა ასათიანმა. არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორისა თავმჯდომარეობის 6 კანდიდატია. არჩევნებზე ასოციაციის წევრები ახალ თავმჯდომარესთან ერთად აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიების წევრებს აირჩევენ. საარჩევნო პროცესი სრულად გამჭვირვალედ და ელექტრონულად, ოპიკური სკანერების გამოყენებით ტარდება. ხმების დათვლა სრულად აპარატების საშუალებით (“PCOS” საარჩევნო ოპტიკური სკანერები) მოხდება, ხოლო თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე საჯაროდ, ხელით გადაითვლება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)