|
2025-12-11 10:45:28, 10626 ნახვა
ეკონომიკა
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახლა თუ არა, ოდესღაც მაინც ყველას სჯეროდა თოვლის ბაბუის. ზოგისთვის ის ლაპლანდიაში ცხოვრობს, ზოგისთვის მაღალმთიან სოფელში. ათასობით ქართველი ბავშვისთვის კი თოვლის ბაბუა საქართველოდან შორს ათენში, თესალონიკში, სტამბოლში, ბარიში, მილანში, ნიუ-იორკსა თუ მსოფლიოს სხვა ქალაქში მცხოვრები მათი ოჯახის წევრია. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ემიგრანტები, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში მყოფ ოჯახებსა და ახლობლებს უპირობო სიყვარულით, ზრუნვით და უსაზღვრო სიკეთით მილიონობით ამანათს უგზავნიან. ახალი წელი სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ ეს სიყვარული მათ დაუბრუნოთ და მიუხედავად შორი მანძილისა, აგრძნობინოთ მადლიერება, სიყვარული და მათთვის ახალი წლის დადგომა უფრო ჯადოსნურ და დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ. „სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - ეს თიბისის საახალწლო გზავნილია, რომელიც ქართველი ემიგრანტების ყოველდღიური თავდადების, შრომის, ზრუნვის და სიკეთის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს. „თიბისიში გვჯერა, რომ ახალი წელი ის განსაკუთრებული დროა, როდესაც პატარა საჩუქარსაც კი შეუძლია უპირობო სიყვარულის, მონატრების, მადლიერების და დაფასების გამოხატვა. ჩვენს საახალწლო კამპანიას იმ ადამიანებს ვუძღვნით, ვისთვისაც მანძილი თან ყველაფერი, ამავდროულად კი არაფერია, როცა საქმე სიყვარულისა და ზრუნვის ყოველდღიურ გამოხატვას ეხება. გვინდა, ეს მანძილი დროებით, ერთი დღით მაინც წავშალოთ, დავამოკლოთ, უხილავი გავხადოთ და სიყვარული ჩვენს ემიგრანტებს, მათი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უკან დავუბრუნოთ“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი. ერთად შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება, სწორედ ამიტომ, თიბისი თავის მომხმარებლებს, DHL-თან ერთად, აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ მზრუნველობა, ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს სიყვარული უკან დაუბრუნონ და მათთვის საახალწლო საჩუქარი საქართველოდან 23 ქვეყანაში გააგზავნონ. კამპანიის ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მომხმარებლებს, ახლობელ ემიგრანტებთან საჩუქრის გაგზავნა და სიყვარულის დაბრუნება განსაკუთრებული პირობით შეუძლიათ: 5 კგ-მდე (როგორც რეალური, ისე მოცულობითი წონის) საახალწლო ამანათს 23 ქვეყანაში, ფიქსირებულად 160 ლარად გააგზავნიან. პირველ 4000 გამგზავნს კი გადახდილი თანხის 50%, 80 ლარი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია ეწვიოთ DHL-ის ფილიალს და თანხა თიბისის ტერმინალზე - უფასო თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ 360 ბარათით გადაიხადოთ. გზავნილის სხვა დეტალებს, გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)