|
2016-03-26 13:59:46, 1215 ნახვა
მსოფლიო
კრემლმა ნადეჟა სავჩენკოს ორ რუს მოქალაქეზე გაცვლა თეორიულად არ გამორიცხა
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც 22 წელი აქვს მისჯილი, რუსეთის ორ მოქალაქეზე გაიცვალოს, რომლებსაც უკრაინაში ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჟურნალისტების კითხვაზე ივანოვმა განაცხადა, რომ თეორიულად ასეთი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ორი პირობის შესრულების შემთხვევაში. პირველი პირობის თანახმად, დაცული რუსეთის კანონმდებლობა მთლიანად უნდა იყოს და მეორე - გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. ამასთანავე, ივანოვმა სავჩენკოს გაცვლა მინსკის შეთანხმებების ფარგლებში გამორიცხა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის ყველა სამხედრო ტყვის გაცვლას გულისხმობს. ივანოვის თქმით, რუსეთი კონფლიქტის მხარეებში არ შედის. გაცვლის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმაც გააკეთა და მისი თქმით, გაცვლა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც ყველა მისი შესაძლო მონაწილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები იქნება გამოტანილი. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს 22 წელი მიუსაჯა. მას ბრალი 2 რუსი ჟურნალისტის მკველობაში ედებოდა. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით უკრაინელმა მფრინავმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რის შემდეგადაც ის დააკავეს. სავჩენკო დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, შეტაკებამდე 1 საათით ადრე ის მძევლად აიყვანეს და რუსეთში იძულებით გადაიყვანეს. ცნობისთვის, განაჩენი ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან აპელაციისთის განკუთვნილი 10 დღიანი ვადა ჯერ არ ამოწურულა. თუმცა აღსანიშნავია, რომ არც პროკურატურა და არც ბრალდებული აპელაციის შეტანას არ აპირებენ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)