|
2016-03-25 22:39:12, 1653 ნახვა
რეგიონი
რეგიონებში შინმოვლის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
სენაკში, ზუგდიდსა და ფოთში გამართული შეხვედრების მონაწილეები პროგრამის მიმდინარეობას, განვითარების პერსპექტივებს და დაბერების კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. "ამგვარი შეხვედრებით მუნიციპალიტეტებსა და დაინტერესებულ პირებს ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არსებობს გამოსავალი ზრუნვის საჭიროების მქონე პირთათვის - ჩვენი იმ თანამოქალაქეებისთვის, ვინც სიბერისა თუ ავადმყოფობის გამო დაუძლურებულია და საკუთარ თავს ვერ უვლის. აღნიშნული პრობლემა მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს მოსახლეობის 8%-ს. ჩვენ დასავლეთის ქვეყნებში ვისწავლეთ და საქართველოში განვახორციელეთ შინმოვლის პილოტური პროექტები. ეს არის იაფი და ეფექტური მომსახურება, რომლის მეთოდოლოგია შემუშავებულია და მზად არის დასანერგად ქვეყნის მასშტაბით. შინმოვლის დანერგვით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები მიიღებენ მათთვის საჭირო მომსახურებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. შინმოვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხელს შეუწყობს საჭიროების გადაქცევას მოთხოვნად, რაც პროგრამის დანერგვის წინაპირობაა," - განაცხადა შინმოვლის კოალიციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ვახანიამ. პროექტი ხორციელდება გერმანული ფონდის "Bread for the World" დაფინანსებით, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)