|
2025-12-02 15:38:00, 1866 ნახვა
საზოგადოება
თიბისი საერთაშორისო ფორუმის - Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 - სპონსორი იყო
სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ფინანსურ ფორუმზე Global Banking & Markets 2025 თიბისი ბრინჯაოს სპონსორად იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მაღალი რგოლის მენეჯერებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და თურქეთიდან. გლობალურ ფორუმში მონაწილეობენ წამყვანი საერთაშორისო და რეგიონული ბანკები, საინვესტიციო ფონდები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალი დონის დიალოგს, ახალ პარტნიორობებსა და კაპიტალის ბაზრების განვითარებას. გლობალურ ფორუმზე თიბისი კაპიტალისა და თიბისი აქტივების მართვის გუნდმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო საინვესტიციო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი პროექტები და რეგიონული კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივები. საერთაშორისო ღონისძიებაზე, სპეციალურ სტენდთან თიბისი ჯგუფის საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა 1000-ზე მეტ მონაწილეს ჰქონდა, რომლებიც რეგიონის მასშტაბით უმსხვილეს ფინანსურ კორპორაციებში წამყვან თანამდებობებს იკავებენ. კონფერენციის ფარგლებში გამართულ დაჯილდოებაზე კი თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოშვებულმა ობლიგაციებმა “წლის გარიგების” ნომინაციაში გაიმარჯვა. ჯილდო კომპანიამ Georgia Global Utilities (GGU) მოიპოვა, რომელმაც გასულ წელს 300 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები გამოუშვა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)