|
2025-11-30 11:57:05, 38260 ნახვა
რეგიონი
ალიევის რეჟიმმა, მთავარი ოპოზიციონერის ალი ქარიმლის სახლი გაჩხრიკა თავად კი დააკავა
აზერბაიჯანის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი ალი ქარიმლი დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის პოლიციამ 29 ნოემბერს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალი ქარიმლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, გამოძიების ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაყენების მიზნით განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ეხება. წყარომ, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობიდან, Reuters-ს განუცხადა, რომ ქარიმლის, რომელიც 2000 წლიდან ხელმძღვანელობს „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიას“ (APFP), დაკავების გადაწყვეტილება დაკავშირებულია ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დიდი ხნის მოკავშირის, რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები ოპოზიციონერი ლიდერის ალი ქარიმლის დაკავების შესახებაც. Reuters ქარიმლის მოადგილემ, სეიმურ ჰაზიმ, განუცხადა, რომ „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ კიდევ ორი წევრუი: ფაიკ ამირლი და მამედ იბრაჰიმი დააკავეს. ალი ქარიმლი აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტის აბულფაზ ელჩიბეის დროს, სახელმწიფო მდივანი იყო. იგი თავს "ელჩიბეისტად" მიიჩნევს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)