|
2025-11-28 17:47:31, 9018 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია სპორტსმენებს: გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ქართველ სპორტსმენებს მიმართავს და მოუწოდებს, გულშემატკივრის ხმა მხოლოდ ტრიბუნაზე არ მოუსმინონ. მისი განცხადებით, სპორტსმენებმა უნდა დაინახონ ის რეალობაც, სადაც მათი მხარდამჭერები „ნაცემი, უსამართლოდ დაჩაგრული და ციხეში არიან ჩაკეტილები“, რადგან სწორედ ასეთ ერთობას შეუძლია წარმატება მოუტანოს როგორც სპორტს, ისე ქვეყანას. ლომჯარია კალათბურთელ გიორგი შერმადინის მიერ ირაკლი კობახიძისთვის მადლობის გადახდას ეხმაურება და სპორტულ საზოგადოებას ახსენებს, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მისი თქმით, სპორტსმენებმა წარმოიდგინონ, რა მოხდებოდა, სპორტულ ფედერაციებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელი წესები რომ აემოქმედებინათ - მიკერძოებული მსაჯები, თამაშის დროის შემცირება, უცხოელი მოთამაშეების “უცხო ქვეყნის აგენტებად” გამოცხადება და დიასპორისთვის თამაშებზე დასწრების აკრძალვა. ლომჯარიას განმარტებით, სწორედ ასე ექცევიან დღეს სახელმწიფოს კრიტიკოსებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 79:92 დამარცხდა. ეს შეხვედრა გიორგი შერმადინისთვის სანაკრებო კარიერის ბოლო იყო, ხოლო მატჩის შემდეგ ობახიძისადმი მისმა მადლობამ დარბაზის ნაწილის სტვენა და უკმაყოფილება გამოიწვია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)