|
2025-11-24 15:34:00, 2151 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა სტუდენტების ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი ჩაატარა
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და მშობლების ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამჯერად, ბანკის ორგანიზებით, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვაზე, ფინანსურ მიზნებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინვესტიციებზე და გონივრულ გადაწყვეტილებებზე ტრენინგი გაიმართა, რომელსიც მონაწილეობის 50- მდე სტუდენტმა მიიღო. ტრენინგს უძღვებოდნენ „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის" თანადამფუძნებელი და ეკონომისტი - ბაქარ ბარათაშვილი და ანა ქათამაძე - სკოლის პედაგოგი და ტრენერი. სტუდენტებს, მიუხედავად მათი ფაკულტეტისა თუ კურსისა, შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ საბაზისო და პრაქტიკული ინფორმაცია ფინანსურ რჩევებთნ დაკავშირებით. „სესიაზე დეტალურად განვიხილეთ თემები, რომლებიც პირადი ფინანსების მართვის საწყის ნაბიჯებს ქმნის. მაგალითად: როგორ ფუნქციონირებს ბაზარი და რა როლი აქვს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს; როგორ ხდება ბიუჯეტის შედგენა და რესურსების სწორი გადანაწილება; რა განსხვავებაა სურვილებსა და საჭიროებებს შორის და რატომ არის ეს ცოდნა პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის საფუძველი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებლად გვაღებინებენ ფინანსურ გადაწყვეტილებებს - იმპულსურ ხარჯვას, რისკებისადმი დამოკიდებულებას. გარდა ამისა, შევეხეთ ინვესტირების საწყის პრინციპებსაც: რატომ იწყება ყველაფერი გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრით და რა არის რისკისა და სარგებლის ბალანსი“,- აღნიშნა ბაქარ ბარათაშვილმა, „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის" თანადამფუძნებელმა. „მოხარულები ვართ, რომ ტრენინგზე სტუდენტების აქტიური ჩართულობა და ინტერესი გამოიხატა არაერთი შეკითხვით, დისკუსიითა და პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობით - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდებში ფინანსური განათლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საჭიროება და მოტივაცია საკმაოდ მზარდია“,- აღნიშნა ანა ქათამაძემ, სკოლის პედაგოგმა და ტრენერმა. „ჩვენთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, განათლების და განსაკუთრებით, ფინანსური განათლების მხარდაჭერა, ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. გვინდა, სტუდენტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ფინანსური განათლების მიღებაში და მათთვის ისეთი ტრენინგების ჩატარებაში, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებზე და სპეციფიკაზე იქნება მორგებული. ვფიქრობთ, ფინანსური ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა არის სტუდენტის ძირითადი ფაკულტეტი თუ მიმართულება“,- აცხადებს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, ამ ტიპის შეხვედრები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სხვა აუდიტორიისთვის კვლავ ჩატარდება. თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს ან ეწვიეთ საქართველოს ბანკი - გზა სულ არის, არ გაჩერდე
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)