|
2025-11-23 10:27:52, 2256 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერი კახა კალაძე და ვეტერანი ფეხბურთელი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ევგენი ბულოიჩიკს შეხვდნენ. ბელარუსულმა მხარემ თბილისში სამუშაო ვიზიტისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის კალაძესთან და საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემ არ გაავრცელა. „პროდუქტიული დიალოგის ფარგლებში, მხარეებმა ფეხბურთში შემდგომი ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“, - აღნიშნა ბელარუსის ფედერაციამ და გაიხსენა, რომ 2025 წელს ბელარუსის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყველა ოფიციალური საშინაო მატჩი საქართველოს ქალაქ გორში ჩაატარა. ბელარუსულ გუნდებს უეფას შეჯიბრებებში მონაწილეობა არ ეკრძალებათ, თუმცა, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათ 2022 წლის მარტიდან ბელარუსში საშინაო მატჩების ჩატარება არ შეუძლიათ. ეს შეზღუდვა ბელარუსის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო დაწესდა. ყველა ბელარუსული კლუბი და ეროვნული ნაკრები მეტოქეს ნეიტრალურ სტადიონებზე მასპინძლობს. 41 წლის ევგენი ბულოიჩიკმა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე წლის ივლისში ჩაიბარა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სპორტისა და ტურიზმის მინისტრისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი კოვალჩუკის პროტეჟედ არის აღწერილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)