|
2025-11-22 18:20:45, 2065 ნახვა
საზოგადოება
წინ და წინ - ფინანსობანა - პირველი საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივით და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, კომპანია "თამაშობანა" - სთან ერთად შეიქმნა საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ. პირველი სპექტაკლი, ბათუმში, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით გაიმართა. აღნიშნული სპექტაკლები 22, 23, 29 და 30 ნოემბერს ბათუმის, ოზურგეთის, ქუთაისის, გორის, თელავისა და ბორჯომის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის გაიმართება. თეატრალური წარმოდგენის პერსონაჟები მაყურებლებს ცოდნას აუმაღლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება. სპექტაკლებს დაესწრებიან იმ სკოლების მოსწავლეები, რომელთა მასწავლებლებიც 2025 წელს "ფინედუს" პროექტებში აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდნენ. ფინანსური განათლების ამაღლება საინტერესო, სახალისო და ინოვაციური გზებით უკვე ტრადიციად იქცა და ამ მიმართულებით სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა. „თამაშობანას“ შემოქმედებითი გუნდის ჩართულობითა და კომერციული ბანკების მხარდაჭერით გასულ პერიოდში შემუშავდა მხიარული კომიქსები და სამაგიდე თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“. გარდა ამისა, "ფინედუს" გუნდის მიერ შემუშავდა არაერთი სამაგიდე თუ საგაკვეთილო თამაში, შეიქმნა ბეჭდური მასალები - კროსვორდები, ფაზლები, საბარათე თამაშები და სხვა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)