13:07 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 11:57:21, 1057 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით მშენებარე ბიზნესცენტრში - „ახალი ატრიუმი“ - გაყიდვები განახლდა

პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრი „ახალი ატრიუმი“, თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შენდება. სივრცე შვიდ სართულზე განთავსებულ 12,400 კვ.მ.  ფართს აერთიანებს. ბიზნესცენტრმა გაყიდვები უკვე განაახლა, დაინტერესებული პირები საოფისე და კომერციული ფართების შეძენას 36 კვადრატული მეტრიდან შეძლებენ.

„ახალი ატრიუმი“ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს და მოიცავს: საკონფერენციო დარბაზს, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა კვების ობიექტსა და დასასვენებელ ზონას. ორდონიანი პარკინგი გათვლილია 130-მდე ავტომობილზე.

ბიზნესცენტრი აგრეთვე უზრუნველყოფს 24-საათიან დაცვას, ვიდეოკონტროლს, სახანძრო უსაფრთხოებას, ლიფტების მომსახურებასა და დასუფთავებას.

ბიზნესცენტრის მშენებლობა 2026 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 15,3 მილიონი დოლარია, საიდანაც თიბისის დაფინანსება 11 მილიონამდე დოლარს შეადგენს.

პროექტი „ახალი ატრიუმი“ ბიზნესცენტრ „ატრიუმის“ განვითარების ახალი ეტაპია. სივრცე უკვე მრავალი წელია თბილისში ფუნქციონირებს და ათობით კომპანიას აერთიანებს. გაფართოებისა და ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის საჭიროება კი გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

„ახალი ატრიუმი“ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან, გიორგი სააკაძის მოედანზე, მე-2 გასასვლელის #19-ში მდებარეობს. პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე ან დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 511 550 555

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics