11:35 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 14:43:45, 1158 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ და წითელმა ჯვარმა ერთობლივი „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ ტრენინგი ჩაატარა

სამხედრო ინსტრუქტორებმა „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ კურსი დაასრულეს. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 2016 წლის თანამშრომლობის სამუშაო გეგმის ფარგლებში ჩატარდა.

სასწავლო კურსს უშიშროებისა და სამხედრო ძალებთან მუშაობის დარგში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული ექსპერტი სამხრეთ კავკასიაში გია თორაძე უძღვებოდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ საფუძვლები გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის იმ ოფიცრებმა შეისწავლეს, რომლებიც საბრძოლო და სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმარების პროცესში არიან ჩართულები. მოგვიანებით, კურსდამთავრებულები მსგავს ტრენინგებს სამხედრო ქვედანაყოფებში ჩაატარებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი დღის განმავლობაში სამხედრო ინსტრუქტორებმა სამოქალაქო მოსახლეობასთან მოქცევის, სამხედრო ტყვეებთან დამოკიდებულებისა და ბრძოლის დროს იარაღის გამოყენების წესების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რეკომენდაციები მოისმინეს. ყურადღება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მუშაობის პრინციპზე და საომარი მოქმედებების რაიონში დაშვების საკითხზე გამახვილდა.

სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, მსგავსი ტიპის კურსები სამხედრო ინსტრუქტორებისთვის რეგულარულად ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics