|
2025-11-19 16:49:42, 1662 ნახვა
სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ადეიშვილი კი გამართლდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა. გამართლდა ზურაბ ადეიშვილი, რასაც პროკურატურა შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს. ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. "ირაკლი ოქრიაშვილის ბრალდება დადასტურდა სრულად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს სწორედ იმჟამინდელმა შს მინისტრმა გასცა დავალება, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს გაეყალბებინათ სისხლის სამართლის საქმე, იარაღები ჩაედოთ უდანაშაულო ადამიანებისთვის და ბუტა რობაქიძე და მისი 5 მეგობარი გამოეცხადებინათ, როგორც შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც თავს დაესხა პოლიციას და, გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, მოხდა ბუტა რობაქიძის ლიკვიდაცია. ჩვენ უკვე საკმარისი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ ფაქტები იყო სრულად გაყალბებული. ბრალდება ჰქონდა წარდგენილი იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა იმას, რომ ფალსიფიცირებული გამოძიება არ წარმართა სამართლებრივად სწორად. მეორე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა სრულად. სასამართკლომ განმარტა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი,"- აცხადებს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)