|
2025-11-18 15:02:22, 629 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: არანაირად არ ხდება მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობაზე
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ "არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით". ამ განცხადებით ის გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ. ბოჭორიშვილის მტკიცებით, გადაწყვეტილება "მოქალაქეების საარჩევნო უფლების, დემოკრატიის პრინციპებისა და ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად" მიიღეს. "არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. აქ საუბარი არის, ციფრები ისევ და ისევ კარგი დასტური იქნება, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნებზე, მაგალითად, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარებამ, ფაქტობრივად, არანაირი. თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება არჩევნების თუნდაც გამოყენება გავლენების მოსახდენად, ეს არის უკვე მეორე საკითხი. ისევ და ისევ დემოკრატიის პრინციპების დასაცავად, ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დასაცავად და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად ეს არის სწორი ნაბიჯი", - ამბობს ის. ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებენ. კერძოდ, მისი თქმით, იგეგმება საარჩევნო კოდექსის "ფუნდამენტური განახლება". შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზინდეტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. "კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული, პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება. ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს", - ამბობს ის.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)