|
2025-11-17 13:06:10, 1036 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს
თიბისიმ ავსტრიულ საბანკო ჯგუფთან - Raiffeisen Bank International - ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმება ერთიანი ჩარჩო-დოკუმენტის შექმნას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მრავალჯერადი სავაჭრო სესხები ერთიანი და სტანდარტული პირობებით გაიცემა. შედეგად, მხარეებს შორის საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების პროცესი უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდება.
ხელშეკრულება თიბისის საშუალებას მისცემს, გააძლიეროს ბიზნესის მხარდაჭერა და კომპანიებს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები აქტიურად დაუფინანსოს.
შეთანხმება კიდევ უფრო გაამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის საბაზრო წილი 48%-ს აღემატება, მთლიანი პორტფელი კი 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს. ადგილობრივ ბაზარზე პირველობის გარდა, ბანკს არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული: მიმდინარე წელს ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით თიბისი აზიის განვითარების ბანკმა(ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა(EBRD) დააჯილდოვეს.
“მოხარული ვარ, რომ თიბისიმ შეთანხმება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან გააფორმა. ჩვენი ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით უკვე 1000-მდე მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე, საერთაშორისო კომპანია სარგებლობს. თიბისი პარტნიორ კომპანიებს ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტული პირობებით დაფინანსებას სთავაზობს. ახალი ხელშეკრულების მეშვეობით კი შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი პარტნიორი დავაფინანსოთ და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსების და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)