|
2025-11-15 12:39:44, 1619 ნახვა
სამართალი
სუს-მა საფლავის უკანონოდ გასხვისების ფაქტზე „ჰერმესის“ ზედამხედველი პირი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია თბილისის მერიის, შპს „ჰერმესის“ ზედამხედველი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქმე მოსყიდვის ფაქტს ეხება. უწყების ინფორმაციით, თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, შპს „ჰერმესის“ თანამშრომლის მიერ თანხის სანაცვლოდ, საფლავის უკანონოდ გასხვისება ხდებოდა. „ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ჰერმესის“ მუხათგვერდის სასაფლაოს ზედამხედველი საქართველოს მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ მუხათგვერდის სასაფლაო ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და კანონით გარდაცვალების ცნობის გარეშე საფლავის გასხვისება არ შეიძლება, დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე, საკუთრებაში გადასცემდა მუხათგვერდის სასაფლაოზე მდებარე სამ ადგილიან საფლავს და დაუმზადებდა საფლავის მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა ხსენებული მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუის მონაცემები, რომ თითქოს საფლავის ტერიტორიაზე უკვე დასაფლავებული იყო აღნიშნული პირი და გაკეთდებოდა შესაბამისი წარწერა, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 4600 ლარის გადახდა. 2025 წლის 3 და 5 ნოემბერს მოქალაქემ ბრალდებულს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2100 ლარის ოდენობით. 2025 წლის 14 ნოემბერს სასაფლაოს ზედამხედველმა პირმა ხსენებულ მოქალაქეს გადასცა საფლავის მოწმობა და გამოართვა თანხის დარჩენილი ნაწილი - 2500 ლარი. გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულებები. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან (კომერციული მოსყიდვა) დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)