|
2025-11-15 11:16:18, 1439 ნახვა
სამართალი
შსს-მ პოლიციელთა სოციალური გარანტიების ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა
პოლიციელთა სოციალური გარანტიების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა. - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური გარანტიები იზრდება. ორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, ნაცვლად 15 000 ლარისა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. ასევე, დაკრძალვის ხარჯები ნაცვლად არსებული - 5 00 ლარისა, განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით. ცვლილებების თანახმად ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც იზრდება. პოლიციელს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში ნაცვლად 7 000 ლარისა, გადაეცემა 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა. ასევე, ცვლილებების თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 1 წლის ვადით, რომლის დროსაც მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება. აგრეთვე ანაზღაურდება მოსამსახურის ფულადი სარგო და დანამატები. გარდა ამისა, 1 წლიანი ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ვადით. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება შეიძლება მიეცეს არამხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაზიანებულ პირებს, არამედ სხვადასხვა ავადმყოფობის შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში შვებულება მიეცემა 4 თვით, რომელიც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სოციალური გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე, აგრეთვე, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე. ხოლო, სამედიცინო ხარჯების დაფინანსებისა და მატერიალური დახმარების საკითხები დეტალურად გაიწერება მინისტრის ბრძანებით. ანალოგიური ცვლილებები შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა იგივე გარანტიებით ისარგებლონ მეხანძრე-მაშველებმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)