|
2025-11-14 11:45:52, 1399 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები Libre 2+ შეიძინა
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებებისა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მიაღწია შეთანხმებას სენსორების მწარმოებელ კომპანია Abbott laboratories-თან და გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+ შეიძინა. ამ შესყიდვას წინ უსწრებდა პროტესტი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დიაბეტის მქონე ბავშვების და მოზარდებისთვის შესაბამისი პრეპარატები ქვეყანაში დეფიციტს წარმოადგენდა. მოწყობილობის მისაღებად, განაცხადების მიღება დაიწყო და მათი გაცემა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი. მონიტორინგის მოწყობილობებს ის პაციენტები მიიღებენ, რომელთაც სენსორის გამოყენების საჭიროება აქვთ. კრიტერიუმების დადგენის მიზნით, დარგის ექიმ-სპეციალისტებს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შეხვდა. შეხვედრაზე, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+ -ის საჭიროების განმსაზღვრელ პარამეტრებსა და კლინიკურ ფაქტორებზე იმსჯელეს. FreeStyle Libre 2+ სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემაა, რომელიც შედგება 2 კომპონენტისგან - სენსორი და წამკითხველი. სენსორის მოქმედების ვადა 15 დღეა, ხოლო წამკითხველი მონაცემებს 90 დღის განმავლობაში ინახავს. საქართველოს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის, ამერიკულმა კომპანიამ შექმნა ცხელი ხაზი. ტექნიკური მხარდაჭერის ან წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე +995 800 00 80 77, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 17:00 საათამდე. შეგახსენებთ, რომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი მქონე ბავშვები, 2022 წლიდან, ასევე, უზრუნველყოფილები არიან ამერიკულ-ირლანდიური კომპანია Medtronic-ის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის მაღალტექნოლოგიური სისტემებით.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)