|
2025-11-13 19:06:42, 892 ნახვა
პოლიტიკა
NHC: რეპრესიების ასეთი კამპანია საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ გვინახავს
ნორვეგიული არასამთავრობო ორგანიზაცია „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი” ეხმაურება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ თავისუფალი მედიის ჯილდოს მიღებას და აცხადებს, რომ მზიას საქმე არის დამოუკიდებელი, სიმბოლო კრიტიკული ხმების მიმართ შევიწროების, დაშინებისა და რეპრესიების ფართო კამპანიისა, როგორიც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ გვინახავს. ჯილდოზე მზია ამაღლობელი სწორედ „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა” წარადგინა. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი წერს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების, ანუ 1991 წლის შემდეგ პირველად პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება. ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ 100-ზე მეტი დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს გზის გადაკეტვისა და ნიღბის ტარების გამო. „ქართულმა ოცნებამ“ ყურადღება უნდა მიაქციოს ქართული საზოგადოების ნათელ მოთხოვნას – დარჩეს ევროკავშირის გზაზე”. – წერს კომიტეტი. გენერალური მდივანი ლინდენმანი კი დასძენს, რომ „ოცნებამ” უნდა გააუქმოს ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონები, გაათავისუფლოს ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებისთვის და უზრუნველყოს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებაში ან შეურაცხყოფაში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ”.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)