12:59 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-12 11:14:40, 998 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთმა და კოლუმბიამ შეაჩერეს აშშ-სთან სადაზვერვო თანამშრომლობა ე.წ ნარკოკარტელის გემებზე თავდასხმების გამო.

CNN-ისა და The Times-ის ცნობით, ბრიტანეთმა და კოლუმბიამ შეაჩერეს აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება კარიბის ზღვის რეგიონთან დაკავშირებით აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ განხორციელებული დარტყმების სერიის შემდეგ, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, ნარკოტიკების გადამზიდავ გემებს წარმოადგენენ.

ლონდონმა განაცხადა, რომ ის აღარ გაცვლის ინფორმაციას, რათა თავიდან აიცილოს „უკანონო თავდასხმებში თანამონაწილეობა“. CNN-ის წყაროების ცნობით, ბრიტანული დაზვერვა შიშობს, რომ მის მიერ გაზიარებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი დარტყმების დასაგეგმად - ასეთი შემთხვევები უკვე თითქმის 20-ია.

კოლუმბიამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების საბრძოლო ჯგუფი USS Gerald Ford-ის ხელმძღვანელობით კარიბის ზღვის აუზში ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics