2015-02-18 12:09:57, 1322 ნახვა
მსოფლიო
კანადის ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები გაუმკაცრა
კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაფართოებულ „შავ სიას“ რუსეთიდან და უკრაინიდან კიდევ 37 ფიზიკური და 17 იურიდიული პირი დაემატა.
ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ხარპერას ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
განცხადების მიხედვით ცნობილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანადამ აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ კი დონბასში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო.
„ კანადის „შავ სიაში“ მოხვდნენ კომპანია „როსტეხ“-ის გენერალური დირექტორი სერგეი ჩემეზოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი, ბაიკერთა კლუბის “ღამის მგლების“ ლიდერი ალექსანდრ ზალდოსტანოვი, ზედმეტ სახელად „ქირურგი“, ასევე ჟურნალისტი დიმიტრი კიცელევი და სხვა“,-ნათქვამია განცხადებაში
კანადის პრემიერის განცხადებით, კანადა მხარს უჭერს ურაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს არ აღიარებს რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან