|
2025-11-05 17:06:07, 977 ნახვა
სამართალი
შსს: დაჭრილია სპეცრაზმელი, ლიკვიდირებულია მირზა ალიევი
„ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სპეცოპერაციის დროს ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა სპეცრაზმის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. დარახველიძის თქმით, ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა. საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. "5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 34 პირი დავაკავეთ. 7 პირს კი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 ადამიანსა და 1 კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა, რომელზეც დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინება იყო გაცემული, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით ინტენსიური ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთ-ერთი სპეცრაზმელი გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - თქვა ივანიშვილის შს მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)