|
2025-11-05 16:45:43, 808 ნახვა
საზოგადოება
SOLO-მ გია ყანჩელის კომპოზიციის - ყვითელი ფოთლების ინსპირაციით, საშემოდგომო ვიტრინები შექმნა
ფერადი შემოდგომა კარს მოგვადგა და SOLO-მაც, TRICOLOR Studio-სთან ერთად, ამ სეზონის შესაფერისი, უნიკალური SOLO ვიტრინები შექმნა. ვიტრინები გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის დაუვიწყარი კომპოზიციის - „ყვითელი ფოთლების“ ინსპირაციით შეიქმნა. SOLO ვიტრინებზე თბილისური შემოდგომაა გამოსახული - საშემოდგომო ხეებით, ყვითელი ფოთლებით აჭრელებული ქუჩებითა და ქარს აყოლილი მოცეკვავე ფოთლებით. „SOLO ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების, შემოქმედებისა და ნიჭის, ქართული უნიკალური მემკვიდრეობის მხარდამჭერი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გია ყანჩელის ოჯახის თანხმობით და „ყვითელი ფოთლების“ ინსპირაციით, შეგვექმნა ეს ულამაზესი და გამორჩეული ვიტრინები, სადაც თითოეული ფოთოლი ხელით არის დამზადებული. SOLO-ს ასევე ერგო პატივი და გია ყანჩელის უკვდავი კომპოზიცია SOLO-ს ლაუნჯებში გაისმება“, - განაცხადა SOLO-ს ბრენდ მენეჯერმა ლიზა ქისტაურმა.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ კიდევ ერთხელ, ამჯერად SOLO ლაუნჯებში გაგვეცოცხლებინა გია ყანჩელის მემკვიდრეობა,“ - დასძენს ლიზა ქისტაური. „ჩვენი შემოდგომის ვიტრინების თემა გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლებია“. ვიტირნებში მოთავსებულ დიდი ზომის თითოეულ ტოტზე და ღეროზე ათასობით ყვითელი ფოთოლი სათითაოდ, ხელით დამაგრდა. ფოთლების ნაწილი მსუბუქად მოძრაობს ჰაერის ნაკადის მეშვეობით, სპეციალურად დამონტაჟებული მექანიზმების დახმარებით. ფოთლების რხევა შემოდგომის ნიავის შეგრძნებას გვაძლევს. ვიტრინის ფერადი, ამრეკლავი ფონი კი ყვითელ ფოთლებს ფერადოვნებას ანიჭებს“, - ამბობს TRICOLOR Studio-ს დამფუძნებელი და დიზაინერი ნინო კალანდაძე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)