|
2016-03-25 10:29:57, 1375 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: პირებს, რომლებმაც სახელმწიფოსგან 2010 წლის 21 ივნისამდე უძრავი ქონება, ან მიწა შეიძინეს, დაუკანონდებათ
პირებს, რომლებმაც სახელმწიფოსგან 2010 წლის 21 ივნისამდე უძრავი ქონება, ან მიწა შეიძინეს და რომელშიც საფასური მთლიანად არის გადახდილი, თუმცა ვადების დარღვევის გამო ვერ დაიკანონეს, ქონება დაუკანონდებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დღევანდელ სხდომაზე დავასრულებთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რიგ ქონებაზე პრვატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ სპეციალურ წესს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა და ძალიან ბევრ არამიანს გადაუჭრის პრობლემას, რომელიც წინა წლებიდან მომდინარეობს. ეს არის სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში არსებული პრობლემა, საქმე ეხება 2010 წლის 21 ივნისამდე , ანუ მანამდე სანამ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი იქნა მიღებული, შეძენილ უძრავ ქონებასა თუ მიწას, 80 % უძრავი ქონების პირობებში და 90% მიწის პირობებში გადახდილია საფასური და ან მთლიანად არის გადახდილი საფასური და ვადების დარღვევის გამო ვერ მოხდა ქონების დაკანონება. ასეთი ტიპის მფლობელებს ასეთი ქონება დაუკანონდებათ იმ პირობებში, თუ დაფარული იქნება დავალიანება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)