|
2025-11-03 10:39:33, 734 ნახვა
პოლიტიკა
აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო
რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ადვოკატი მარიამ პატარიძე ავრცელებს. აზა ჩილაჩავა ქართული ოცნების პოლიციამ 2 ნოემბერს ღამით გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავა. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. "ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავტოვეთ იზოლატორში ადვოკატებმა 71 წლის აზა ბებო, რომელსაც დაკავებისას პოლიციამ 2.55 ლარი დაულუქა. იმასაც წარმოვიდგენ, საკუთარი სახლიდან დევნილი, როგორ ათენებს პირველ ღამეს დმი-ს ოთახში, რომელიც როგორც გვითხრა, იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე მისი საცხოვრებელი. რაც არ მაძინებს უღონობის შეგრძნებაა. 71 წლის დევნილმა ქალმა მშრალი შიმშილობა გადაწყვიტა და ამაზე საუბრისას შეუვალი იყო: მე ჩემი პროტესტი მაქვს! ყოველ ჩვენს თხოვნაზე ამ სიტყვებს მტკიცედ გვიმეორებდა. ცრემლები რამდენჯერმე მოერია და მხოლოდ მაშინ, როცა ახალგაზრდებზე საუბრობდა- იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც აფხაზეთში დატოვა და მათზე, ვინც ახლა ნათელი მომავლისთვის რუსთაველზე იბრძვის. არ ინერვიულოთ და ჩემთვის ნუ წუხდებითო, ამ უხერხულობით დაგვემშვიდობა"- წერს პატარიძე.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)