|
2025-10-31 17:00:26, 902 ნახვა
პოლიტიკა
კალაძის თქმით, მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია "ახალი წლისთვის დასრულდება"
ქართული ოცნების თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია "წლის ბოლოსთვის დასრულდება". ეს მან საკრებულოს სხდომაზე პარტია ლელოს წევრის ვახტანგ სურგულაძის კითხვის პასუხად განაცხადა. "კომპანია ვერ ვნახეთ, ვინც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებდა. ერთი კომპანია იყო, ვალდებულებები ვერ შეასრულა - გავწყვიტეთ ხელშეკრულება, მეორე კომპანია იყო და იმასთანაც აღარ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან არ გვყავს ექსპერტები ამ მიმართულებით, არც შესაბამისი კომპანიები მსგავსი გამოცდილებით, რომელთაც შეუძლიათ მსგავსი სამუშაოების შესრულება. [...] დავიწყებდით რაღაცის გაკეთებას და მერე გამოჩნდებოდა, რომ გვირაბის თაღში პრობლემები იყო. ამიტომ დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები, ჩამოვიყვანეთ და პროექტი გადაკეთდა. ჩვენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ უსაფრთხოდ, მით უმეტეს, გვახსოვს, თუ რა მოხდა აღნიშნულ მეტროში. ბევრი კომპანია თავს იკავებს - ეშინია, ერიდება, რომ შემოვიდეს ტენდერში და შესაბამისი სამუშაოები აწარმოონ, თუმცა დღეს უკვე ყველა კვლევა ჩატარებულია. საჭირო სამუშაოებისთვის დროებით დაკეტილიც იყო მეტროსადგური. ახალი წლისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება", - თქვა მან.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)