|
2025-10-31 15:33:13, 1330 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი საუკეთესო AI ბანკია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის მიმართულებით - Global Finance
Global Finance-ის პირველ დაჯილდოებაზე AI In Finance Awards, რომელიც ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის როლს აღიარებს, საქართველოს ბანკმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის მიმართულებით საუკეთესო AI ბანკის ტიტული მოიპოვა. დაჯილდოება მსოფლიოს მასშტაბით აღიარებს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს საბანკო საქმიანობის ტრანსფორმაციისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით წარმატებით იყენებენ. საქართველოს ბანკმა კიდევ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, ესენია:
“Global Finance სიამაყით აცხადებს AI In Finance-ის პირველი დაჯილდოების გამარჯვებულებს. ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სფეროში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მისი როლი გარდამტეხია და მომავალში ინდუსტრიას ძირეულად შეცვლის” – განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა. „ეს აღიარება ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკი წარმატებით იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ბიზნესისა გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ჩვენთვის ეს ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტი არაა, არამედ გზა, რომლითაც თითოეულ მომხმარებელს უფრო სწრაფ და პერსონალიზებულ სერვისს ვთავაზობთ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების გამარჯვებულები შეირჩნენ CGI-ის ექსპერტთა ჟიურის მიერ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება Global Finance-ის რედაქციამ მიიღო. ამასთანავე, Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 26-ე დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად, ჯამში კი 6 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)