|
2025-10-29 12:38:52, 1063 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ახალი თამაში დაიწყო
საქართველოს ბანკი ახალგაზრდების განათლებისა და ფინანსური ცოდნის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს. მოსწავლეების წახალისების მიზნით, სპეციალურად მათთვის შექმნილ ინოვაციურ საბანკო აპლიკაცია - sCoolApp-ში ახალი თამაში, sCoolApp ტრივია, დაიწყო. sCoolApp ტრივია საგანმანათლებლო და გასართობი თამაშია. მისი ვიზუალური კონცეფცია ქართული ზღაპრებით არის შთაგონებული და მთავარი გმირები, დევი და ფასკუნჯი არიან. თამაში მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. ის ორ ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული (6-13 და 14-18 წლის ბავშვებისთვის). თამაშის განმავლობაში, მონაწილეებს ყოველდღიურად ხუთ კითხვიანი მისია ექნებათ, თემატური, კვირების მიხედვით. ტრივია სხვადასხვა თემებს მოიცავს: კინო, გეოგრაფია, ისტორია, პოპკულტურა, STEM, ლიტერატურა, ფინანსური განათლება, სპორტი და სუპერგმირები. სწორი პასუხების შემთხვევაში, მოთამაშეები ვარსკვლავებს აგროვებენ და ახალ ეტაპზე გადადიან, სადაც მონეტებს იღებენ. მონეტებით კი მათ შესაძლებლობა აქვთ sCoolApp მარკეტში განთავსებული საჩუქრები იყიდონ. მათ შორის: VELI.store-ის ვაუჩერები, ფასდაკლების პრომოკოდები და სხვა. sCoolApp ტრივია 29 ოქტომბერს დაიწყო. თამაშის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 150,000-ზე [TN1] მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)